ევროპაში საუკეთესო საკალათბურთო ჩემპიონატი ესპანეთს აქვს
ევროპაში საუკეთესო საკალათბურთო ჩემპიონატი ესპანეთს აქვს

ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა Eurohoops-მა უძლიერესი ევროპული ჩემპიონატების რეიტინგი შეადგინა.

მიღებული ტოპ-ათეული შეიძლება სამ დონედ დაიყოს. ესპანეთი, VTB-ის ერთიანი ლიგა და თურქეთი – სამი ჩემპიონატი, რომელიც უმაღლეს დონეს მიეკუთვნება. იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, გერმანია – მეორე დონე. შემდეგ მოდიან: ადრიატიკის ლიგა, ლიეტუვა და ისრაელი.

ევროპის საუკეთესო ლიგების საერთო რეიტინგი ასეთია:

1) ACB Liga Endesa – ესპანეთი
2) VTB-ის ერთიანი ლიგა
3) BSL – თურქეთი
4) Lega Basket Serie A – იტალია
5) Jeep ELITE ProA – საფრანგეთი
6) HEBA Basket League – საბერძნეთი
7) Easy Credit BBL – გერმანია
9) ადრიატიკის ლიგა
9) LKL – ლიეტუვა
10) Winner League – ისრაელი