ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი – „ქართული ოცნების“ ნაბიჯი მნიშვნელოვანია ჩიხიდან გამოსასვლელად, ვიმედოვნებთ, მას სხვა მხარეებიც მიყვებიან
ევროპარლამენტის წევრი, ესპანეთის წარმომადგენელი ნაჩო სანჩეს ამორი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დადებითად აფასებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტს.
„როგორც იქნა, კარგი ამბავი საქართველოდან, არჩილ თალაკვაძემ გამოაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ევროპული საბჭოს წარმომადგენლის მიერ წარდგენილ შეთანხმებას.
მნიშვნელოვანი ნაბიჯია არსებული ჩიხიდან ნაყოფიერად გამოსასვლელად. ვიმედოვნებთ, რომ არ ნაბიჯს მიყვებიან სხვა დაინტერესებული მხარეები“, – წერს ევროპარლამენტარი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.
კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.
Good news finally from #Georgia @A_Talakvadze announced @GeorgianDream41 supports the agreement provided by @EUCouncil envoy
An important step to pave the way for a fruitful exit of the current stalemate. Let’s hope the move is followed by the other relevant stakeholders— Nacho Sánchez Amor (@NachoSAmor) April 16, 2021