ევროკავშირის ქვეყნების პირველი დიპლომატები აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად ვიდეოკონფერენციას გამართავენ
ევროკავშირის ქვეყნების პირველი დიპლომატები აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად ვიდეოკონფერენციას გამართავენ

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად ვიდეოკონფერენციას გამართავენ.

დისტანციურ ფორმატში დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში მაიკ პომპეო და ევროპელი დიპლომატები ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესს, ასევე ჩინეთთან ურთიერთობებს და ლიბიაში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება, ვიდეოკონფერენციის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე წამოწევს რუსეთის საკითხსაც.

ვიდეოკონფერენციაზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული „ევროპისთვის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გადამწყვეტი მნიშვნელობა“, თუმცა ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი „ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ცალმხრივად მიღებულ გადაწყვეტილებებს ყოველთვის არ ეთანხმება“.