ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ვადა შვიდი დღით გაახანგრძლივეს, რათა წევრ ქვეყნებს დრო მიეცეთ სანქციების ექვსი თვით განახლების შესახებ წინადადებების შესასწავლად

00:33, 15.09.2026

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ვადა შვიდი დღით, 22 სექტემბრამდე გაახანგრძლივეს, რათა წევრ სახელმწიფოებს დამატებითი დრო მიეცეთ სანქციების ექვსი თვით განახლების შესახებ წინადადებების სრულყოფილად შესასწავლად. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ევროკავშირის სანქციების მოქმედების ვადის ამოწურვა 22 სექტემბრამდე მას შემდეგ გახანგრძლივდა, რაც მათი ექვსი თვით გაგრძელებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

ამავე ინფორმაციით, სადავო საკითხია, დარჩება თუ არა სანქციების სიაში რუსი ბიზნესმენი ალიშერ უსმანოვი.

სლოვაკეთი, დიდი ხანია, ითხოვს უსმანოვისა და კიდევ ერთი რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის ამოღებას ევროკავშირის სანქციების სიიდან, რომელშიც ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებასთან და უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაახლოებული პირები არიან შეყვანილი. მოგვიანებით სლოვაკეთს საფრანგეთიც შეუერთდა და ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხით ახსნა.

სანქციები, რომლებიც აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას ითვალისწინებს და თითქმის 3 000 კომპანიასა და ფიზიკურ პირს ეხება, 15 სექტემბერს უნდა ამოწურულიყო.

ევროკავშირის სანქციების დასაწესებლად ან გასაგრძელებლად ბლოკის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო და მათი განახლება ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა მოხდეს.

მსგავსი