ევროკავშირი ქიმიურ იარაღთან ბრძოლის ახალ ზომებს იღებს
ევროკავშირი ქიმიურ იარაღთან ბრძოლის ახალ ზომებს იღებს

ევროკავშირი ქიმიურ იარაღთან ბრძოლის ახალ ზომებს 15 ოქტომბერს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. საუბარია ახალ მექანიზმზე, რომელიც ქიმიური იარაღის გავრცელებისა და გამოყენების შემთხვევაში სანქციების ამოქმედებას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 15 ოქტომბერს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი უხელმძღვანელებს.

ქიმიური იარაღის გავრცელებისა და გამოყენების წინააღმდეგ ახალი ზომების მიღება ევროკავშირში სოლსბერიში მომხდარი შემთხვევის შემდეგ მიიღეს. 2018 წლის 4 მარტს რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი დ მისი შვილი ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. აღნიშნული შემთხვევის დროს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა.