„ევროჰუპსი“ - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში კონერ ფრენკამპი ითამაშებს [ვიდეო]

საიტ „ევროჰუპსის“ ინფორმაციით ესპანეთის „მურსიაში“ მოთამაშე კონერ ფრენკამპი საქართველოს პასპორტი მიიღო და ჩვენი ქვეყნის კალათბურთელთა ნაკრებში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში ბურგოსელი თად მაკფადენი თამაშობდა. ახალი ლეგიონერი, 25 წლის ფრენკამპი კი, უცხოური სააგენტოს ინფორმაციით ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს თებერვლის „ბაბლისას“ დაეხმარება – 19 თებერვალს სერბეთთან ითამაშებს, 21-ში ფინეთან.

კონერ ფრენკამპი ამერიკის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, რომელთან ერთადაც 2012 წელს ლიეტუვაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. თამაშობდა ბერძნულ „რითმინოში“, საიდანაც მას ილიას ზუროსი კარგად იცნობს.

„მურსიაში“ ამ სეზონში კონერის საშუალო მაჩვენებლები ასეთია – 26:47 წუთი, 16.9 ქულა, 2.3 მოხსნა, 3.6 პასი.