ევრობასკეტი 2022 | სერბეთის ნაკრები საქართველოში რევანშისთვის ჩამოვიდა - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე
ევრობასკეტი 2022 | სერბეთის ნაკრები საქართველოში რევანშისთვის ჩამოვიდა - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფის მეხუთე მატჩს გამართავს. მისი მეტოქე სერბეთის ძლიერი ნაკრებია, რომელიც ქართველებმა ბელგრადში 94:90 დაამარცხეს.

სლავებს ჯგუფიდან გასასვლელად გამარჯვება სჭირდებათ. სერბების ცენტრმა მიროსლავ რადულიცამ პირდაპირ თქვა:

„ვიცი ქართველების მებრძოლი სულის შესახებ, მაგრამ გამარჯვება ჩვენ უფრო გვჭირდება. ქართველებისგან ბოლო წამებამდე ბრძოლას ველით, არაფერს დაგვითმობენ, თუმცა საამისოდ კარგად ვართ მომზადებულები“.

მატჩი 19 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველ არხზე იხილავთ. მანამდე, 16 საათზე ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩია – შვეიცარია ფინეთს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრაც პირველი არხის პირდაპირ ეთერში იქნება.

 

 3:2 ქართველების სასარგებლოდ

საქართველოს ნაკრები სერბეთს პირველად 2013 წელს საფრანგეთში ანტიბის ტურნირზე დაუპირისპირდა და 75:71 დაამარცხა.

ჩვენი გუნდი სერბეთს მეორედაც ამხანაგურად შეხვდა – აკროპოლისის თასზე საბერძნეთში. ის მატჩიც მოიგო – 68:66 და საპატიო თასს დაეუფლა.

ყველაზე ცუდი გასახსენებელი მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩებია, რომლებშიც საქართველოს ნაკრებმა შინაც წააგო და სტუმრადაც. ეს ის პერიოდია, გუნდის ლიდერები ფიბა-სა და ევროლიგის შეუთანხმებლობის გამო რომ ვერ გვეხმარებოდნენ.

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ეტაპი კი ბევრისთვის სენსაციურად გაიხსნა – საქართველომ ბელგრადში გაიმარჯვა. თუმცა ქართველებისთვის ეს სენსაცია ნაკლებად იყო, რადგან გვყავს მაღალი კლასის ლეგიონერები და ძლიერი მწვრთნელი – ილიას ზუროსი.

 

ილიას ზუროსი – მშენებლობის პროცესში ვართ

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი:

„აქამდეც დავამტკიცეთ, რომ მებრძოლი გუნდი გვყავს, იოლად არ ვნებდებით და ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეგვიძლია. ასე უნდა განვაგრძოთ, რადგან ვაშენებთ გუნდს. არსებულ კონტინგენტს ვამატებთ ახალგაზრდა კალათბურთელებს, რომლებიც უნდა შემოგვიერთდნენ და 2021 წელს ჩვენთან ერთად იბრძოლონ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის.

რაც შეეხება სერბეთთან თამაშს, ურთულესი ბრძოლა გველის. სერბეთი ევროპაში კი არა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სამწუხაროდ, გვაკლია რამდენიმე კალათბურთელი. ტრავმის გამო ვერ გვეხმარება თოკო შენგელია, ამერიკაში მოასპარეზე ახალგაზრდები…

თუმცა გვაქვს შევსება – ჩამოვიყვანეთ კონერ ფრენკამპი, ამერიკელი გამთამაშებელი. ძალიან კარგი კალათბურთელია. მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ კალათბურთში რთულია გუნდთან შეწყობა სამი ვარჯიშის შემდეგ. ეს ხომ გუნდური სპორტია და ძალიან ძნელია გუნდთან თუნდაც ერთ კვირაში ადაპტირება“.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

სერბეთის ნაკრების შემადგენლობა:

სატურნირო მდგომარეობა თბილისის ბაბლის წინ:

დატოვე კომენტარი