უქომაგე საქართველოს ნაკრებს პირველი არხის საგულშემატკივრო ზონიდან - ევრობასკეტი 2022-ის გახსნის ცერემონია რიყის პარკში დღეს გაიმართება #1TVSPORT
უქომაგე საქართველოს ნაკრებს პირველი არხის საგულშემატკივრო ზონიდან - ევრობასკეტი 2022-ის გახსნის ცერემონია რიყის პარკში დღეს გაიმართება #1TVSPORT

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი პირველ სექტემბერს ევროპის ერთდროულად ოთხ ქალაქში დაიწყება – თბილისში, კიოლნში, პრაღასა და მილანში.

ერთი დღით ადრე, 31 აგვისტოს, 21:30 საათზე, თბილისში, რიყეზე, ევრობასკეტის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართება, სადაც ასევე გაიხსნება ორიგინალურად მოწყობილი ფან-ზონა. გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ საქართველოს ნაკრებს პირველი არხის საგულშემატკივრო ზონიდან დიდ ეკრანზე უქომაგონ. სადაც ასევე გაიმართება გათამაშებები და საინტერესო სპორტული აქტივობები. 

ევრობასკეტი 2022-ის A ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებები იღებენ მონაწილეობას, ჩატარდება „თბილისი არენაზე“. შეხვედრებს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

9 სექტემბრიდან შეჯიბრება პლეი ოფით გაგრძელდება, რომლის სათამაშოდ ჯგუფიდან გასული გუნდები გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაემგზავრებიან.

ევრობასკეტზე გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: საქართველო, თურქეთი, მონტენეგრო, ესპანეთი, ბელგია, ბულგარეთი;
B ჯგუფი: გერმანია, ლიეტუვა, საფრანგეთი, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია;
C ჯგუფი: იტალია, ესტონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი;
D ჯგუფი: ჩეხეთი, პოლონეთი, სერბეთი, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდები.

ფინალური ეტაპი მერვედფინალური რაუნდიდან იწყება, რომელშიც თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო ოთხ-ოთხი გუნდი გავა.

A ჯგუფის კალენდარი

1 სექტემბერი

15:30 ესპანეთი-ბულგარეთი

18:15 თურქეთი-მონტენეგრო

21:00 ბელგია-საქართველო

3 სექტემბერი

15:30 მონტენეგრო-ბელგია

18:15 ბულგარეთი-თურქეთი

21:00 საქართველო-ესპანეთი

4 სექტემბერი

15:30 ბულგარეთი-მონტენეგრო

18:15 ესპანეთი-ბელგია

21:00 თურქეთი-საქართველო

6 სექტემბერი

15:30 ბელგია-თურქეთი

18:15 მონტენეგრო-ესპანეთი

21:00 საქართველო-ბულგარეთი

7 სექტემბერი

15:30 თურქეთი-ესპანეთი

18:15 ბულგარეთი-ბელგია

21:00 საქართველო-მონტენეგრო