ევრო 2024 წლის გახსნის მატჩი მიუნხენში გაიმართება, ფინალი - ბერლინში #1TVSPORT
ევრო 2024 წლის გახსნის მატჩი მიუნხენში გაიმართება, ფინალი - ბერლინში #1TVSPORT

ბერლინის „ოლიმპიაშტადიონი“ ძირითადი პრეტენდენტია გერმანიაში გასამართი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალის ჩატარებაზე, – იტყობინება გაზეთი Bild.

ტურნირის გახსნის მატჩი, დიდი ალბათობით, „ბაიერნის“ საშინაო სტადიონზე „ალიანც არენაზე“ გაიმართება. საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა-ს აღმასკომის მომდევნო სხდომაზე მიიღებენ.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება. შესარჩევი ტურნირის წილისყრა 2022 წლის 9 ოქტომბერს არის დანიშნული.