ევრო 2022 ფუტსალში | საქართველოს ნაკრები ბოსნიას დაუპირისპირდება - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე  #1TVSPORT
ევრო 2022 ფუტსალში | საქართველოს ნაკრები ბოსნიას დაუპირისპირდება - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

ევრო 2022-ზე საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს მეორე მატჩს გამართავს. 26 იანვარს ჩვენი გუნდი გრონინგენის „მარტინი პლაზაში“ ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 20:30-ზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და აზერბაიჯანს შორის 23:30 საათზე დაიწყება. პირველი ტურის შემდეგ „დ“ ჯგუფში 3-3 ქულით ესპანეთი და საქართველო ლიდერობენ.

მატჩამდე გუნდებმა შეხვედრის მასპინძელ არენაზე ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 17 ფეხბურთელით გაემგზავრა. 14 მოთამაშისგან შემდგარი სამატჩო განაცხადი კი პირველი ტურის შემდეგ უცვლელია:

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი).

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა, შოთა თოფურია (ორივე – თელასი, საქართველო), შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).

თელასი-ჯორჯიანსის“ სამი ფეხბურთელი – ალექსანდრე ჯამბურია, ვახტანგ ჯვარაშვილი და ნუკრი ჭუმბურიძე შეხვედრის განაცხადში არ იქნებიან და გუნდთან ერთად მომდევნო მატჩებისთვის მოემზადებიან.

26 იანვარი. 20:30. „მარტინი პლაზა”

საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა