ევრო 2020-ზე ყველაზე მეტი მოთამაშე ინგლისური კლუბებიდან არის - ჩემპიონშიფი საფრანგეთს, თურქეთსა და ნიდერლანდებს ასწრებს #1TVSPORT
ევრო 2020-ზე ყველაზე მეტი მოთამაშე ინგლისური კლუბებიდან არის - ჩემპიონშიფი საფრანგეთს, თურქეთსა და ნიდერლანდებს ასწრებს #1TVSPORT

ევრო 2020-ის დაწყებამდე ათასგვარი სტატისტიკა გამოქვეყნდა. ცნობილი გახდა, რომ ტურნირზე ყველაზე წარმომადგენელი ინგლისის პრემიერლიგისა და ჩემპიონშიფის (პირველი ლიგა) გუნდებს ეყოლებათ – 149 ფეხბურთელი.

ინგლისის პრემიერლიგიდან სულ 118 მოთამაშე იქნება, ხოლო ინგლისის რანგით მე -2 დივიზიონი, ჩემპიონშიფი ევრო2020-ზე 31 მოთამაშით იქნება წარმოდგენილი, ამ მაჩვენებლით ჩემპიონშიფი მე-6 ადგილზეა და ისეთ ძლიერ ლიგებს ასწრებს, როგორებიც საფრანგეთის, თურქეთის და ნიდერლანდების ჩემპიონატებია.

მეორე ადგილზეა ბუნდესლიგა, შემდეგ იტალიის სერია ა მოდის. ხუთეულს რუსეთის ჩემპიონატი ხურავს, საიდანაც ევრო2020-ზე მონაწილე ნაკრებებში უფრო მეტი მოთამაშე მოხვდა, ვიდრე საფრანგეთის ჩემპიონატიდან. ეს იმით აიხსნება, რომ რუსეთის ნაკრების თითქმის ყველა წევრი საკუთარ ჩემპიონატში თამაშობს, ხოლო ფრანგების ლიდერები ევროპულ გრანდებში არიან გადანაწილებულები. ასევე საინტერესოა, რომ მოწინავე 20-ეულში არ შედის საბერძნეთი, სამაგიეროდ მოხვდა პატარა კუნძული კვიპროსი.

2020 წელს პირველი 20 ჩემპიონატის სია, საიდანაც ევრო 2020-ზე ყველაზე მეტი მოთამაშე მოხვდა:

1. ინგლისის პრემიერლიგა 118

2. გერმანიის ბუნდესლიგა 90

3. იტალიის სერია A 70

4. ესპანეთის ლა ლიგა 39

5. რუსეთის პრემიერ ლიგა 32

6. ინგლისის ჩემპიონშიფი 31

7. საფრანგეთის ლიგა 1 29

8. უკრაინის პრემიერ ლიგა 19

9. თურქეთის სუპერლიგა 18

10. უნგრეთის ჩემპიონატი 17

11. ნიდერლანდები 17

12 ჩეხეთის ჩემპიონატი 15

13. შოტლანდიის პრემიერლიგა 14

14. ხორვატიის ჩემპიონატი 13

15. ბელგიის პროლიგა 10

16. პოლონეთის ექსტრაკლასა 9

17. შვედეთის ალსვენსკანი 8

18. პორტუგალიის პრიმიერა 8

19. კვიპროსის სუპერლიგა 8

20. ამერიკის მლს ლიგა 7