ევრო 2020 | ვლადიმირ პეტკოვიჩი - უელსის ნაკრებმა გაგვაოცა #1TVSPORT
ევრო 2020 | ვლადიმირ პეტკოვიჩი - უელსის ნაკრებმა გაგვაოცა #1TVSPORT

უელსისა და შვეიცარიის დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. შვეიცარიელთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა მატჩი ასე შეაფასა:

„ჩვენმა მეტოქემ გაგვაოცა. 75 წუთის განმავლობაში ცუდად არ გამოვიყურებოდით, ვცდილობდით გამარჯვების მოპოვებას მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ვქმნიდით მომენტებს, მაგრამ ვერ ვიყენებდით. ეს ევროპის ჩემპიონატია და აუტსაიდერი არ არსებობს. ყოველთვის მინდორზე შენის შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოავლინო და გამარჯვება დაიმსახურო. შედეგით კმაყოფილი არ ვართ. გავითვალისწინებთ შეცდომებს და შევეცდებით, მომდევნო თამაშები მოვიგოთ.“

მწვრთნელმა შაქირის გაყვანაზეც ილაპარაკა:

„ერთი მიზეზი ის იყო, რომ მეორე ტაიმში მისმა თამაშის ხარისხმა არ დამაკმაყოფილა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ კარგი მატჩი ჩაატარა. ასევე ვფიქრობ მომავალ შეხვედრებზე, სადაც შაქირი ძალიან გვჭირდება.“