ევრო 2020 | უკრაინის მთავრობის სხდომა საფეხბურთო ნაკრების ფორმით [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2020 | უკრაინის მთავრობის სხდომა საფეხბურთო ნაკრების ფორმით [ვიდეო] #1TVSPORT

უკრაინის ნაკრებმა ევრო 2020-ზე მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა – შვედეთი დამატებით დროში 2:1 დაამარცხა.

ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილ გუნდს გამარჯვება უკრაინის მთავრობამაც მიულოცა და მთავრობის სხდომაზე ყველა საფეხბურთო ნაკრების ფორმაში გამოწყობილი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის კომენტარი ასეთი იყო:

„უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა. სწორედ ასეთი ამბები აერთიანებს ჩვენს ხალხს, აძლევს მოტივაციას და იმის შეგრძნებას, რომ მთელი გულით ფეხბურთელებთან არიან“.

1/4 ფინალში უკრაინის ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდება. მატჩი 3 ივლისს გაიმართება.