ევრო 2020 | რობერტ პეიჯი - შვეიცარიასთან ფრე დადებითი შედეგია #1TVSPORT
ევრო 2020 | რობერტ პეიჯი - შვეიცარიასთან ფრე დადებითი შედეგია #1TVSPORT

უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტ პეიჯი შვეიცარიასთან მიღწეული ფრით (1:1) კმაყოფილია:

„პოზიტიური სტარტი მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ვაგებდით საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან და ის, რომ მატჩის შემობრუნება მოვახერხეთ, ჩემი ფეხბურთელების დამსახურებაა. არის ასპექტები, რაც აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ და ამაზე ვიმუშავებთ, მაგრამ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია, რომ ტურნირი პოზიტიურად დავიწყეთ.“

მწვრთნელმა გოლის ავტორი კიფერ მური შეაქო:

კიფერმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როცა მისი თამაში პირველად ვნახე. მაშინ ვიფიქრე, რომ ამ ფეხბურთელის თამაშის სტილი შესანიშნავი იყო. ყველა თვისება აქვს, რაც წარმატებისთვის აუცილებელია. დღეს კი ნამდვილად დაიმსახურა გოლი“.