ევრო 2020 | მეორე ტურის ტოპ-5 გოლი [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2020 | მეორე ტურის ტოპ-5 გოლი [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს პირველმა არხმა მიმდინარე ევრო2020-ის მეორე ტურში 5 გოლი გამოარჩია.

 

რობერტსი

უელსი-თურქეთი 2:0

თურქეთთან შეხვედრის 90+5-ე წუთზე, ულესმა კუთხური გაითამაშა, ბეილიმ კუთხურის ზახთან მიიღო ბურთი, საჯარიმოში დაიძრა და მისი პასით რობერტსმა უელსს 2:0 გაამარჯვებინა.

რა იყო ამაში აღსანიშნავი? ბოლო დროს თამაშის საკუთარ თავზე აღებას ბევრი მოთამაშე ერიდება, რაც ფეხბურთს სილამაზეს უკარგავს. ბეილიმ კი სტანდარტულ ერთფეროვნებას გადაუხვია და აჩვენა, რომ შედეგი ინდივიდუალისტების საქმეა.

 

ლოკატელი

იტალია-შვეიცარია 3:0

26-ე წუთზე იტალიელებმა სამაგალითო კონტრშეტევა წამოწყეს, რომელიც მარჯვენა ფლანგზე დომენიკო ბერარდიმ ჩინებულად განავითარა და საჯარიმოში მანუელ ლოკატელი მოძებნა, რომელმაც მცველებიდან თავის დაღწევის ხელოვნება აჩვენა და შვეიცარიასთან ანგარიში გახსნა – საჭირო და ეფექტური გოლი, რომელიც იმის მაგალითად გამოდგება, კონტრშეტევა როგორ უნდა განვითარდეს.

 

დუმფრისი

ნიდერლანდები-ავსტრია 2:0

მეოდნის ცენტრში დე როონმა ერთი შეხებით მთელი ავსტრიის დაცვა გაჭრა, მალენის პასით კი დუმფრისმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

ნიდერლანდებმა ეს სულ 8 წამში მოახერხეს.

 

პერიშიჩი

ხორვატია-ჩეხეთი 1:1

ხორვატიამ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლაც ცუდად დაიწყო და ჩეხებთან მატჩიც. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ამ მატჩსაც აგებდა, მაგრამ 47-ე წუთზე ივან პერიშიჩმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მშვენიერი გოლი გაიტანა. გამოცდილი ხორვატი საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შევარდა, ზუსტად და ეფექტურად გაიტანა, რაც ევრო 2020-ზე ხორვატიის პირველი გოლი იყო.

 

რონალდო

პორტუგალია VS გერმანია 2:4

პორტუგალიის ნაკრებმა სანიმუშო კონტრშეტევა განახორციელა, გუნდმა საკუთარი მოედნიდან გერმანელების კართან ბურთი 10 წამში წაიღო და ჟოტას პასით სწრაფი კონტრიერიში რონალდომ გოლით დაასრულა. ეს კრიშტიანოსთვის ევროპის ჩემპიონატებზე მე-12 გოლი აღმოჩნდა.