ევრო 2020 | 53 წლის შემდეგ – იტალია ევროპის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
53-წლიანი შესვენების შემდეგ – იტალია ევროპის ჩემპიონია. 1968 წლის მერე „სკუადრა აძურა“ სამჯერ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, 2000 წელს საფრანგეთთან ოქროს გოლით დამარცხდა, 2012 წელს ესპანეთთან წააგო, 2021 წელს კი ინგლისი პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა.
FORZA ITALIA! 🇮🇹🤌🏆
Italy lift the European Championship! #beINEURO2020 #EURO2020 #ITAENG
Live Blog – https://t.co/IToW0CFs0s pic.twitter.com/39zHLTgmf1
— beIN SPORTS (@beINSPORTS_EN) July 11, 2021
თერთმეტმეტრიანები გაიტანეს:
იტალიიდან – ბერარდიმ, ბონუჩიმ და ბერნადესკიმ (გააფუჭეს ბელოტიმ და ჟორჟინიომ).
ინგლისიდან – კეინმა და მაგუაერმა (გააფუჭეს რეშფორდმა, სანჩომ და საკამ).
#EURO2020 belongs to Italy 🇮🇹 pic.twitter.com/eHCuoXL0t7
— B/R Football (@brfootball) July 11, 2021

დამატებითი დრო
იტალია-ინგლისი 1:1
დამატებით 30 წუთში ორივე გუნდი ცდილობდა საქმე პენალტების სერიამდე არ მიეყვანა, თუმცა საგოლე რეალურ მომანტამდე საქმე არ მისულა. პირველად 1976 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონის ვინაობას თერთმეტმეტრიანები გაარკვევს. 1976 წელს ჩეხოსლოვაკია-გერმანია 2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში კი ჩეხოსლოვაკიამ იმარჯვა.
⏰ END OF EXTRA TIME ⏰
The EURO 2020 final goes to penalties 😱
🇮🇹🆚🏴 Who deserves the 🏆❓#EURO2020
— UEFA EURO 2020 (@EURO2020) July 11, 2021
II ტაიმი
იტალია-ინგლისი 1:1
90+6′ წუთი. გაფრთხილება – კიელინი (იტალია). გამოცდილმა მცველმა საკა ქეჩოთი დაიჭირა და მსაჯმა დამსახურებულად გააფრთხილა.

ბონუჩის გოლი ევრო 2020-ზე იტალიისთვის მეცამეტეა. 13 გოლი „სკუადრა აძურასთვის“ რეკორდია ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

67′ წუთი. ანგარიში გათანაბრდა – მეორე გოლიც მცველის ანგარიშზეა. ბონუჩიმ 2019 წლის შემდეგ იტალიის ნაკრების მაისურით პირველად გაიტანა (იტალია-ინგლისი 1:1)
ბონუჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატების ფინალში გაუტანია. ის 34 წლისა და 71 დღისაა. მანამდე ყველაზე ასაკოვანი გერმანელი ბერნდ ჰოლცენბაინი (30 წლის, 103 დღის) იყო, რომელმაც 1976 წლის ფინალში ჩეხოსლოვაკიას გაუტანა.
55′ წუთი. გაფრთხილება – ბონუჩი (იტალია) (იტალია-ინგლისი 0:1)
47′ წუთი. გაფრთხილება – ბარელა (იტალია)
I ტაიმი
იტალია-ინგლისი 0:1
ინგლისის ნაკრებს მეტსახელად „სამ ლომს“ უწოდებენ. მათ პირველი ტაიმი დამსახურებულად მოიგეს:

პირველმა ტაიმმა „სკუადრა აძურას“ მწვრთნელ რობერტო მანჩინის დიდი საფიქრალი გაუჩინა:
Italy’s first 30 minutes in one photo 🤦♂️#EURO2020 #ITA #ENG pic.twitter.com/xMZcLYCf5M
— Goal (@goal) July 11, 2021
36 წლისა და 331 დღის ჯორჯო კიელინი ყველაზე ასაკოვანი კაპიტანია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატების ფინალურ მატჩში უთამაშია. მანამდე რეკორდი იტალიელ ჯანლუიჯი ბუფონს ეკუთვნოდა (34 წლისა და 154 დღის), რომელმაც 2012 წლის ჩემპიონატის ფინალი ითამაშა.

მატჩს ტომ კრუზი და დევიდ ბექჰემიც ესწრებიან:
Tom Cruise 🤝 David Beckham
At Wembley #Euro2020Final #ItalyEngland #EURO2020 pic.twitter.com/mi0vSxRFFI— sandeep_sanmeyo (@sandeep_sanmeyo) July 11, 2021
ლუკ შოუს გოლი ყველაზე სწრაფია ინგლისის ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატზე გატანილ გოლებს შორის.

2′ წუთი. ყველაზე სწრაფი გოლი ევროპის ჩემპიონატების ფინალურ მატჩებში – ლუკ შოუმ 117 წუთზე გაიტანა (იტალია-ინგლისი 0:1)
აქამდე ყველაზე სწრაფი გოლი ესპანელ ხესუს მარია პერედას ეკუთვნოდა. მან 1964 წელს სსრ კავშირს ფინალში მე-5 წუთზე გაუტანა.
ევრო 2020-ის ფინალის წინ რეჟისორებმა ევროპის ყველა ჩემპიონი გაგვახსენეს:
იტალიის ნაკრების შემადგენლობა
TEAM NEWS: Italy are unchanged from the side that beat Spain in the semi-final…
🇮🇹 Two players you are backing to shine 👇 @azzurri | #EURO2020
— UEFA EURO 2020 (@EURO2020) July 11, 2021
ინგლისის ნაკრების შემადგენლობა
TEAM NEWS: Kieran Trippier replaces Bukayo Saka as England revert to a three-man defence…
🏴 Thoughts on this XI? @England | #EURO2020
— UEFA EURO 2020 (@EURO2020) July 11, 2021