ევრო 2012-ის შესარჩევი | საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყველა მატჩი, სტატისტიკა, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2012-ის შესარჩევი | საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყველა მატჩი, სტატისტიკა, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მარტში ჩაერთო. პირველი შეხვედრა ნორვეგიასთან ფრედ, 1:1 დასრულდა. „ჯვაროსნებს“ მეორე თამაში ივლისში კვიპროსში ელით. საქართველოს ნაკრებისთვის ეს არის მერვე შესარჩევი ეტაპი.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ევრო-2012-ის საკვალიფიკაციო იყო. სწორედ ამ შესარჩევზე მოიპოვა ჩვენმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება – ხორვატიის ნაკრები 1:0 დაამარცხა.

2010 წლის 1 იანვარს საქართველოს ნაკრებს სათავეში ცნობილი ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ჩაუდგა.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იყვნენ – საბერძნეთი, ხორვატია, ისრაელი, ლატვია და მალტა.

ამის შემდეგ ნაკრებში კრიზისი დაიწყო. საბოლოოდ, გუნდმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ მალტის ნაკრებს გაუსწრო და ბოლოსწინა, მეხუთე ადგილი დაიკავა.

 

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებზე

ევრო 1996
ქულა – 15, ბურთები – 14:13, ადგილი – 3

ევრო 2000
ქულა – 5, ბურთები 8:18, ადგილი – 6

ევრო 2004
ქულა – 7, ბურთები – 8:14, ადგილი – 5

ევრო 2008
ქულა – 10, ბურთები – 16:19, ადგილი – 6

ევრო 2012
ქულა – 10, ბურთები – 7:9, ადგილი – 5

ევრო 2016
ქულა – 9, ბურთები – 10:16, ადგილი – 5

ევრო 2020
ქულა – 8, ბურთები – 7:11, ადგილი – 4