ევერ ბანეგა „ალ-შაბაბის“ ფეხბურთელია

19:59, 15.09.2020

არგენტინელი ნახევარმცველი ევერ ბანეგა საუდის არაბეთის კლუბ „ალ-შაბაბში“ გადავიდა.

32 წლის ფეხბურთელი თავის ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა მას შემდეგ, რაც „სევილიასთან“ კონტრაქტს ვადა გაუვიდა. ბანეგამ „ალ-შაბაბთან“ სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

2019-20 წლების სეზონში ბანეგამ „სევილიაში“ 43 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. არგენტინელი თავის გუნდს ევროპის ლიგის მოგებაში დაეხმარა.

მსგავსი