ეთერ თუთბერიძე მსოფლიოს ყველაზე ტოქსიკურ მწვრთნელებს შორის შეიყვანეს
ეთერ თუთბერიძე მსოფლიოს ყველაზე ტოქსიკურ მწვრთნელებს შორის შეიყვანეს

ჟურნალ „ელის“ (Elle) იაპონურმა ვერსიამ ფიგურული ციგურაობის ცნობილი მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე ყველაზე ტოქსიკური მწვრთნელების სიაში შეიყვანა.

„ფიგურული ციგურაობის რუს მწვრთნელს ეთერ თუთბერიძეს დიდი ხანია აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მისი აღსაზრდელები მედლებს ადრეულ ასაკში, სხეულის ასაკობრივ ჩამოყალიბებამდე იღებენ, შემდეგ კი იკარგებიან. მისი ზოგიერთი სპორტსმენი კვების პრობლემებს აწყდება და ძალიან მალე ასრულებს კარიერას“, – წერია სტატიაში.

46 წლის თუთბერიძესთან ერთად სიაში მოხვდნენ: „ბოსტონ რედ სოქსის“ ბეისბოლის გუნდის ყოფილი მწვრთნელი ალექს კორა, რომელიც თაღლითობისთვის დააკავეს, ფიგურულ ციგურაობაში ფრანგი მწვრთნელი ჟილ ბეიერი და კორეელი მწვრთნელი შორტ-ტრეკში ჟე-ბომ ჩო, რომლებსაც ბრალად ედებათ თავიანთი შეგირდების გაუპატიურება.

ცოტა ხნის წინ, ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა თუთბერიძე გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარა. მაისში, მწვრთნელის ჯგუფი დატოვა იუნიორებს შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ალექსანდრა ტრუსოვამ. უფრო ადრე, თუთბერიძესთან თანამშრომლობა შეწყვიტა მსოფლიოს ჩემპიონმა და ოლიმპიადის ორგზის ვერცხლის პრიზიორმა ევგენია მედვედევამ.