ეთერ ლიპარტელიანმა ულამაზესი გდებით გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს ლისაბონში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. ტურნირზე 45 ქვეყნის 359 სპორტსმენი ასპარეზობს. კონტინენტის პირველობაზე დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ხუთი ძიუდოისტი გამოვიდა.

ტურნირზე ბრწყინვალედ ასპარეზობს 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი. მან მეორე შეხვედრაშიც სუფთა გამარჯვებით მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ძლიერ ფრანგ ძიუდოისტს სარა ლეონე კისის დაუპირისპირდება.

დღეს წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ. დღევანდელი ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟზე მსოფლიო ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი იმუშავებს.