ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს ლისაბონში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. ტურნირზე 45 ქვეყნის 359 სპორტსმენი ასპარეზობს. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას პირველ დღეს, ხუთი ძიუდოისტი დაიცავს.

57კგ-ში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა პირველ შეხვედრაში უკრაინელი მარია სკორა სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

დღეს წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ. დღევანდელი ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟზე მსოფლიო ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი იმუშავებს.