ესტონეთის პარლამენტის სპიკერმა რუსეთი ქვეყნის ხუთი პროცენტის ანექსიაში დაადანაშაულა
ესტონეთის პარლამენტის სპიკერმა რუსეთი ქვეყნის ხუთი პროცენტის ანექსიაში დაადანაშაულა

ესტონეთის პარლამენტის სპიკერმა რუსეთი ქვეყნის ხუთი პროცენტის ანექსიაში დაადანაშაულა. ეს განცხადება ესტონეთის კონსერვატიული პარტია „ეკრეს“ წევრმა ჰენ პილუასმა გააკეთა. ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ ესტონეთის ტერიტორიების ანექსია არაფრით განსხვავდება ყირიმის ანექსიისგან. ამასთან, პილუასი აღნიშნავს, რომ ესტონეთს რუსეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია, თუმცა სურს, რომ ეს ტერიტორიები ესტონეთს დაუბრუნდეს.

საქმე ეხება ე.წ. ტარტუს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც 1920 წელს გაფორმდა. ამ შეთანხმების მიხედვით, ლენინგრადის ოლქის კინგისეპისა და სლანცის რაიონები, ასევე პეჩორის მხარე, რომელიც დღეს რუსეთს ეკუთვნის, ესტონეთის შემადგენლობაშია.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ტარტუს შეთანხმება ძალადაკარგულია.

როგორც ესტონეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, ტარტუს შეთანხმების არაღიარება, ესტონეთის ტერიტორიული მთლიანობის არაღიარების ტოლფასია.

ესტონეთი რუსეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებაზე უარს ამბობს, რადგან ესტონეთში პოლიტიკური ძალების ნაწილი ტარტუს შეთანხმებაში გაწერილ საზღვრებთან დაბრუნებას ითხოვს.

დატოვე კომენტარი