ESPN-მა ინგლისის ტოპკლუბების საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა - რაისი „არსენალის“ MVP-ა, სობოსლაი - „ლივერპულის“, ჰალანდი - „სიტის“ #1TVSPORT
ამერიკულმა ტელეკომპანია ESPN-მა ინგლისის პრემიერლიგის ტოპკლუბებში უძვირფასესი მოთამაშეების სია შეადგინა.
ფეხბურთელების მათი გუნდებისთვის მნიშვნელობის შეფასებისას ავტორები ითვალისწინებდნენ როგორც ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, ასევე მათ როლს გუნდის ტაქტიკაში. განიხილებოდნენ მხოლოდ ის მოთამაშეები, რომლებმაც მოედანზე, მინიმუმ, 900 წუთი გაატარეს პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში.
არსენალი – დეკლან რაისი (MVP), გაბრიელ მაგალიაეში, დავიდ რაია
ჩელსი – რის ჯეიმსი (MVP), მოისეს კაისედო, ენცო ფერნანდესი
ლივერპული – დომინიკ სობოსლაი (MVP), ვირჯილ ვან დეიკი, უგო ეკიტიკე
მანჩესტერ სიტი – ერლინგ ჰალანდი (MVP), როდრი, ბერნარდო სილვა
მანჩესტერ იუნაიტედი – ბრუნო ფერნანდეში (MVP), მატეუშ კუნია, ბრიან მბემო
ტოტენჰემი – კრისტიან რომერო (MVP), არჩი გრეი, რიჩარლისონი