ესპანური პრესა - ვინისიუსი აგრძელებს კონტაქტს საუდის არაბეთის კლუბებთან #1TVSPORT
ესპანური პრესა - ვინისიუსი აგრძელებს კონტაქტს საუდის არაბეთის კლუბებთან #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ გარემარბის, ვინისიუსის გარემოცვა არ უარყოფს, რომ 24 წლის ფეხბურთელი ფიქრობს თავის მომავალზე ესპანურ კლუბში. ამის შესახებ დაწერა გამოცემა Sport.es-მა.

წყარის ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლები აგრძელებენ კონტაქტს საუდის არაბეთის კლუბებთან. ვინისიუსმა, შეიძლება, 2025 წლის ზაფხულში მიიღოს ამ ქვეყანაში გადასვლის გადაწყვეტილება. აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბრაზილიელმა, შეიძლება, „რეალი“ დატოვოს არის ის, რომ ფორვარდს „არ ყოფნის ბედნიერება“ ესპანეთში, სადაც ის პერიოდულად რასიზმის მსხვერპლი ხდება.

ამ სეზონში ვინისიუსმა ყველა ტურნირზე 25 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.