ესპანური გამოცემა „მარკა“ - მამარდაშვილის წარმატებულმა დებიუტმა „ვალენსიაში“ ყველაფერი თავდაყირა დააყენა #1TVSPORT
ესპანური გამოცემა „მარკა“ - მამარდაშვილის წარმატებულმა დებიუტმა „ვალენსიაში“ ყველაფერი თავდაყირა დააყენა #1TVSPORT

პოპულარულმა ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ წერილი გამოქვეყნა გიორგი მამარდაშვილზე, რომელმაც „ვალენსიას“ შემადგენლობაში ბერძნულ „ატრომიტოსთან“ ითამაშა.

 

მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ყველაფერი თავდაყირა დააყენა

ახალგაზრდა ქართველის წარმატებული დებიუტი საფრთხეს უქმნის წესრიგს, რომელიც „მესტალიაზე“ არსებობდა. ზაფხულში „ვალენსიას“ პირველი ტრანსფერი ქართველი მეკარე იყო. გიორგი მამარდაშვილის დამატება მომავალზე გათვლილი ვარიანტი გახლდათ, მაგრამ ამ ბიჭმა ბერძნულ „ატრომიტოსთან“ ითამაშა და მისი შესრულება კარგზე უკეთესი გამოდგა. მან ორჯერ მეტად სახიფათო დარტყმა მოიგერია.

გარდა ამისა, ის ვარჯიშების დროსაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და აღმაშფოთებელი იქნება მისი გაშვება „ვალენსიას“ შვილობილი გუნდში, რომელიც ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში თამაშობს. საქმე ისაა, რომ ქართველის გუნდში შემოჭრა „ვალენსიაში“ არსებულ წესრიგს თავდაყირა აყენებს. მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის განკარგულებაში ოთხი მეკარე ჰყავს. გუნდს კი ამდენი კიპერი აშკარად არ სჭირდება. კლუბს სურს გაყიდოს იასპერ სილესენი, მაგრამ წინადადებები არ ჩანს.

მეორე მეკარეა დომენეკ ხაუმე. თუ რომელიმე გუნდი დაინტერესდება, მას წასვლას სთხოვენ. მესამე პრეტენდენტი იყო კრისტიან რივერო, შვილობილი გუნდის მეკარე შესანიშნავი უნარებით, მაგრამ ის არ არის „მეხუთე ადგილზე“ და შეიძლება იჯარით წავიდეს.

 

სილესენი და ხაუმე ტრავმირებულები არიან

გარდა ამ ყველაფრისა, შეიქმნა რთული ვითარება – ორი მეკარე, რომლებსაც თავდაპირველად გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდათ, სილესენს და ხაუმეს, კუნთების დაზიანებები აქვთ. ამიტომ ისინი სეზონის დასაწყისში „ვალენსიას“ კარში უფრო იშვიათად გამოჩნდებიან. ამ ვითრებაში რივეროსა და მამარდაშვილს შეუძლიათ ისარგებლონ თითოეული ვარჯიშით და მატჩით.