ესპანური გამოცემა - მამარდაშვილისთვის შეუძლებელი არაფერია #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - მამარდაშვილისთვის შეუძლებელი არაფერია #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი ესპანური მედიისთვის სეზონის სენსაციაა – 20 წლის მეკარის ლა ლიგის ერთ-ერთ გამორჩეული გუნდში, „ვალენსიაში“ გამოსვლას ესპანელები უდიდეს ყურადღება აქცევენ.

„გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ერთ-ერთი მოდური მოთამაშეა. ის ესპანეთში სატრანსფერო ბაზრის დასაწყისში სრულიად უცნობი მოვიდა და მისი მდგომარეობა რამდენიმე კვირაში მთლიანად შეიცვალა. ფაქტია, რომ ქართველმა მოიგო კონკურენცია იასპერ სილესენთან და ლა ლიგის პირველი სამი ტური ითამაშა. „ხეტაფესთან“ თამაშმა მას საკმარისი დივიდენდები მოუტანა, რომ კვლავაც პირველი მეკარე ყოფილიყო და ამ მომენტამდე ის ხარისხს არ ამცირებს. ბოლო მატჩში „დეპორტივო ალავესთან“, გიორგიმ კვლავ ითამაშა მთავარი როლი, დაამატა კიდევ ერთი „მშრალი“ თამაში და დაგვამახსოვრდა მშენიერი ნახტომით, რომლითაც საფეხბურთო სცენაზე საუკეთესო მეკარეები გამოირჩევიან. პირველმა 45 წუთმა მამარდაშვილისთვის მშვიდად ჩაიარა. მეორე ნაწილში მან მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი, მაგრამ „ვალენსია“ გადაარჩინა 55-ე წუთზე მიაზგას დარტყმის შემდეგ. ისე ჩანს, რომ მამარდაშვილისთვის შეუძლებელი არაფერია. ეს იმ საღამოს მესტალიელებისთვის ხსნა იყო“, – წერს გამოცემა გამოცემა eldesmarque.

ინტერნეტპორტალმა მამარდაშვილის სანაკრებო საჩუქარიც ახსენა:

„მამარდაშვილის მთავარ გუნდში თამაშმა შთაბეჭდილება მოახდინა და „ვალენსიას“ გულშემატკივართა აღფრთოვანება გამოიწვია. ამისთვის დაჯილდოვდა – საქართველოს მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მისი ეროვნულ ნაკრებში მოწვევა გადაწყვიტა. ამ თვალსაზრისით, „ვალენსიას“ ნაკრებში გამოძახებული კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატა. მამარდაშვილი გაემგზავრება ეროვნულ გუნდში. შესაძლოა, მან სადებიუტო მატჩი საქართველოს გუნდში კოსოვოს, ესპანეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატაროს“.