ესპანური გამოცემა – გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიას“ შეუთანხმდა, ტრანსფერს „სპორტინგის“ თანხმობა აკლია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და ლისაბონის „სპორტინგის“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ევროპა ლიგის შვიდგზის გამარჯვებულ „სევილიას“ იჯარაზე შეუთანხმდა და ახლა ტრანსფერზე პორტუგალიური კლუბის ნებართვას ელის, – ინფორმაციას პორტალი Orgullo de Nervión-ი ავრცელებს.
„„სევილიამ“ ქართველი ნახევარმცველის დასამატებლად ბრძოლაში „დეპორტივო ლა კორუნიასა“ და „ხეტაფეს“ აჯობა. კლუბი ფეხბურთელთან იჯარის პირობებზე უკვე შეთანხმდა.
გარიგების მიხედვით, თუ ქართველი ნახევარმცველი ანდალუსიურ კლუბში სეზონის განმავლობაში გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, მისი ტრანსფერი სავალდებულო წესით უნდა გამოისყიდონ. თუმცა გარიგებაზე „სპორტინგის“ ხელმძღვანელობასთან შეთანხმება ჯერ კიდევ საჭიროა“, – ამტკიცებს ესპანური გამოცემა.
„სპორტინგსა“ და ქართველ ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდეა გათვლილი, ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა კი 80 მილიონ ევროს შეადგენს.