ესპანეთმა პორტუგალიაში მოიგო და „ოთხთა ფინალში“ გავიდა - ერთა ლიგა 2022-23, A ლიგა, II ჯგუფი #1TVSPORT
ესპანეთმა პორტუგალიაში მოიგო და „ოთხთა ფინალში“ გავიდა - ერთა ლიგა 2022-23, A ლიგა, II ჯგუფი #1TVSPORT

ფაქტები

* ალვარო მორატამ მე-13 გოლი გაიტანა ესპანეთის ნაკრებში მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკეს დანიშვნის შემდეგ. ის და ფერან ტორესი ლიდერობენ ამ მაჩვენებლით.

* ესპანეთმა და პორტუგალიამ შეწყვიტეს ერთმანეთში ხუთმატჩიანი ფრეების სერია.

* კრიშტიანო რონალდოს მიმდინარე სეზონში 10 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი აქვს – ევროპის ლიგაზე „შერიფის“ წინააღმდეგ პენალტით გამოიჩინა თავი.

* შვეიცარიის ნაკრების მეკარემ იან ზომერმა სანაკრებო მატჩებში ზედიზედ მეხუთედ არ გაუშვა გოლი პენალტებიდან. 2020 წლის 14 ნოემბრიდან მოყოლებული, მან ოთხი 11-მეტრიანი მოიგერია – ორჯერ სერხიო რამოსისგან, თითოჯერ ჟორჟინიოსგან და ტომაშ სოუჩეკისგან. კიდევ ერთ მატჩში ჟორჟინიომ კარს აააცილა. გამოთვლისას არ იგულისხმებოდა პენალტების სერიები.

 

პორტუგალია-ესპანეთი          0:1

გოლი: 0:1 ალვარო მორატა (88)

პორტუგალია: დიოგო კოშტა, ჟოაო კანსელო, დანილო პერეირა, რუბენ დიაში, ნუნუ მენდეში, ვილიამ კარვალიო (78. რაფაელ ლეაო), ბრუნო ფერნანდეში, ბერნარდო სილვა (73. ჟოაო მარიო), რუბენ ნევეში (89. ჟოაო ფელიქსი), კრიშტიანო რონალდო, დიოგო ჟოტა (79. ვიტინია).

ესპანეთი: უნაი სიმონი, დანიელ კარვახალი, პაუ ტორესი, გილიამონი (46. სერხიო ბუსკეტსი), ხოსე გაია, კოკე (60. გავი), როდრი, სოლერი (60. პედრი), სარაბია (61. იერემი პინო), ალვარო მორატა, ფერან ტორესი (73. უილიამსი).

შვეიცარია-ჩეხეთი        2:1

გოლები: 1:0 ფროილერი (29), 2:0 ემბოლო (30), 2:1 შიკი (45)

1. ესპანეთი 6 3 2 1 8-5 11
2. პორტუგალია 6 3 1 2 11-3 10
3. შვეიცარია 6 3 0 3 6-9 9
4. ჩეხეთი 6 1 1 4 5-13 4