ესპანეთის ნაკრებში კორონავირუსით მეორე ფეხბურთელი დაავადდა - შვედეთთან მატჩამდე ხუთი დღეა დარჩენილი #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრებში კორონავირუსით მეორე ფეხბურთელი დაავადდა - შვედეთთან მატჩამდე ხუთი დღეა დარჩენილი #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დიეგო ლორენტემ კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ „ლიდსის“ ფეხბურთელმა უკვე დატოვა ნაკრები და თვითიზოლაციაში გადავიდა.

განცხადებაში ასევე წერია, რომ კორონავირუსის პროტოკოლის თანახმად, დანარჩენი ფეხბურთელები ინდივიდუალურად ივარჯიშებენ.

ადრე გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსი დაუდგინდა ესპანეთის ნაკრების კაპიტანს სერხიო ბუსკეტსს. ამის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ  ოთხი დამატებითი ფეხბურთელი გამოიძახა გუნდში: როდრიგო მორენი (ლიდსი), პაბლო ფორნალსა (ვესტ ჰემი), კარლოს სოლერი (ვალენსია) და ბრაის მენდესი (სელტა).

ესპანეთის ნაკრები პირველ შეხვედრას 14 ივნისს, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.