დიდი დარტყმა ესპანეთისთვის - ევრო 2020-მდე ხუთი დღით ადრე, ბუსკეტსს კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT
დიდი დარტყმა ესპანეთისთვის - ევრო 2020-მდე ხუთი დღით ადრე, ბუსკეტსს კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა – ესპანური გამოცემების ცნობით, შეიძლება ქვეყნის ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ზე კაპიტნის – სერხიო ბუსკეტსის გარეშე დარჩეს.

საქმე ისაა, რომ „ბარსელონას“ 32 წლის ნახევარმცველს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი დაუდასტურდა და მან გუნდის საწვრთნელი შეკრება დატოვა.

გაუგებარია, როდის და სად დაინფიცირდა ბუსკეტსი, რადგან ესპანეთის საფეხბურთო ასოციაციის ცნობით, ნაკრების ყველა დანარჩენ მოთამაშეს კორონავირუსის ტესტზე ნეგატიური პასუხი ჰქონდა.

ესპანეთი ევროპის ჩემპიონატზე 14 ივნისს, სევილიაში შვედეთს დაუპირისპირდება, შემდეგ იქვე პოლონეთს და სლოვაკეთს შეხვდება. ჯერ უცნობია, ბუსკეტსი ნაკრების განაცხადის მიღმა დარჩება თუ გუნდს ჯგუფური ეტაპის ბოლოს დაეხმარება.