ესპანეთის ნაკრებმა საქართველოსთან შესარჩევი მატჩის წინ ორიგინალურად გამოაცხადა შემადგენლობა #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრებმა საქართველოსთან შესარჩევი მატჩის წინ ორიგინალურად გამოაცხადა შემადგენლობა #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების პრესსამსახურმა ორიგინალურად წარადგინა ეროვნული გუნდის განაცხადი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის შვედეთის, საქართველოსა და კოსოვოს წინააღმდეგ.

ნაკრების ოფიციალურმა „ტვიტერმა“ გაავრცელა ვიდეორგოლი, რომელშიც მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გასახდელში კიდებს ზურგჩანთებს გამოძახებული ფეხბურთელების გვარებით.

მეკარეები – უნაო სიმონი (ბილბაო), დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი, ინგლისი);

მცველები – ჟორდი ალბა, ერიკ გარსია (ორივე – ბარსელონა), ხოსე გაია (ვალენსია), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), რაულ ალბიოლი (ვილიარეალი);

ნახევარმცველები – სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), კოკე (ატლეტიკო), მიკელ მერინო (სოსიედადი), კარლოს სოლერი (ვალენსია), ბრაის მენდესი (სელტა);

ფორვარდები – პაბლო ფორნალსი (ვესტ ჰემი), ენცო სარაბია (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ადამა ტრაორე (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ალვარო მორატა (იუვენტუსი, იტალია), ჟერარ მორენი (ვილიარეალი), აბელ რუისი (ბრაგა, პორტუგალია).

2 სექტემბერს ესპანეთის ნაკრები გასვლაზე შვედეთთან ითამაშებს, 5 სექტემბერს შინ მიიღებს საქართველოს, 8 სექტემბერს კი სტუმრად შეხვდება კოსოვოს. სამი ტურის შემდეგ ესპანეთს შვიდი ქულა აქვს და B ჯგუფში პირველ ადგილზეა.

დატოვე კომენტარი