ესპანეთი 15 წლის რომეროს გადაბირებას გეგმავს
ესპანეთი 15 წლის რომეროს გადაბირებას გეგმავს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა ფრანსისკო ხოსე მოლინამ შეხვედრა გამართა „მალიორკას“ 15 წლის ნახევარმცველთან ლუკა რომეროსთან. ისინი პალმა-დე-მალიორკას ერთ-ერთ რესტორანში შენიშნეს.

როგორც აღნიშნავენ, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ესპანეთის ასაკოვანი ნაკრებების კოორდინატორი ფრანსის ერნანდესი.

რომერო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი იუნიორია მსოფლიო ფეხბურთში. ნახევარმცველს აქვს მექსიკის, არგენტინისა და ესპანეთის მოქალაქეობა. ესპანეთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ შეძლებს მორენოს ათამაშებს საკუთარ ნაკრებში. თავად ფეხბურთელმა არა ერთხელ აღნიშნა, რომ არგენტინის ნაკრებში თამაში სურს.

რომერო გასულ სეზონში ლა ლიგას ისტორიაში შევიდა – 15 წლისა და 219 დღის ასაკში ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა.