ესპანელმა მწვრთნელებმა 2026 წელს მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა და პრემიერლიგა #1TVSPORT
ესპანელი მწვრთნელები 2026 წელს ყველაზე წარმატებულები არიან.
ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა. ფინალში ესპანელებმა დამატებით დროში 1:0 დაამარცხეს არგენტინა.
ასევე 2025-26 წლების სეზონში ლუის ენრიკემ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა და საფრანგეთის ჩემპიონატი, უნაი ემერიმ „ასტონ ვილასთან“ ერთად გაიმარჯვა ევროპის ლიგაზე, ხოლო მიკელ არტეტამ „არსენალს“ პრემიერლიგა მოაგებინა.