ესპანელი მსაჯი მიიჩნევს, რომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო

12:11, 13.03.2019
TURIN, ITALY - MARCH 12: Federico Bernardeschi of Juventus is tackled by Angel Correa of Atletico de Madrid during the UEFA Champions League Round of 16 Second Leg match between Juventus and Club Atletico de Madrid at Allianz Stadium on March 12, 2019 in Turin, Italy. (Photo by Quality Sport Images/Getty Images)

ესპანელი ვეტერანი მსაჯი ანდუხარ ოლივერი აცხადებს, რომ ატლეტიკოს კარში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში, რომელიც ტურინში გაიმართა, ადგილობრივმა იუვენტუსმა მადრიდის ატლეტიკო ანგარიშით 3:0 დაამარცხა და პირველ მატჩში განცდილი მარცხისთვის (0:2) სრული რევანში აიღო.

პენალტი, რომელსაც ანდუხარ ოლივერი არ ეთანხმება, მატჩის 84-ე წუთზე დაინიშნა, როდესაც ატლეტიკოს საჯარიმო მოედანში ბერნარდესკი წააქციეს.

„ჩემი აზრით, პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. ნამდვილად შეეხო კორეა ბერნარდესკის, მაგრამ არა იმდენად ძლიერად, რომ წაქცეულიყო“, – აცხადებს ოლივერი.

თერთმეტმეტრიანი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, რაც ორი მატჩის ჯამში გამარჯვების გოლი გამოდგა და იუვენტუსი მეოთხედფინალში გავიდა.

მსგავსი