საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდს, კრიშტიანო რონალდოს „ოქროს ბურთი“ ნამდვილ ჯილდოდ არ მიაჩნია.
„ეს ფიქციაა“, – ასე უპასუხა პორტუგალიელმა შეკითხვას, თუ ვინ მოიგებს 2025 წელს „ოქროს ბურთს“.
შეგახსენებთ, რომ ფრანგულმა ჟურნალმა France Football-მა გამოაქვეყნა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სია, რომელშიც, ზედიზედ მეოთხე წელია, ვერ ხვდება 40 წლის კრიშტიანო.
რონალდოს „ოქროს ბურთი“ კარიერაში ხუთჯერ აქვს მოგებული – 2008, 2013, 2014, 2016 და 2017 წლებში.