ეს „ანორთოსისში“ ჩემი უკანასკნელი შეხვედრა იქნება - ქეცბაიამ გუნდიდან წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა #1TVSPORT
ეს „ანორთოსისში“ ჩემი უკანასკნელი შეხვედრა იქნება - ქეცბაიამ გუნდიდან წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში სტუმრად „აპოლონთან“ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ თასის მატჩში „ანორთოსისს“ ბოლოჯერ გაუძღვება და მერე გუნდს დატოვებს.

„მთავარია, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ქულები რომელ გუნდს უფრო სჭირდებოდა. ჩვენ ვითამაშეთ ისე, როგორც ვიცით და შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, წელს, ჩვენ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ვერ შევძელით, ასეთ შემთხვევებში კი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე მწვრთნელი იღებს. ასეა ჩემს შემთხვევაშიც. ვფიქრობ, პლეი-ოფში ვაჩვენეთ, რომ ჩვენზე უკეთესი სხვა გუნდი არ არსებობს, მაგრამ მოსაგებად ყოველთვის რაღაც გვაკლდებოდა. ეს კი იღბალია“, – განაცხადა ქეცბაიამ.

მან „აპოელთან“ მოახლოებულ სათასო ნახევარფინალზეც ილაპარაკა და სწორედ ამ დროს დააკონკრეტა, რომ წასვლა გადაწყვიტა:

„თასზე „აპოელთან“ ორი რთული თამაში გველის. ვისურვებ თასის ფინალში გასვლას, რომელიც „ანორთოსისში“ ჩემი უკანასკნელი თამაში იქნება. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან ამ ორმა წელმა „ანორთოსისს“ საშუალება მისცა, ტიტულისთვის ებრძოლა. ყველამ იცით, გასულ სეზონში რაც მოხდა, მაგრამ წელს მეოთხე ადგილზე ვართ. ჩვენ ყველა გუნდთან ბრძოლა ვიცით და ასეც გავაგრძელებთ. ხელშეკრულება მიმთავრდება და ეს თარიღი ფინალს ემთხვევა. მაგრამ კონტრაქტის გაგრძელება არაა ის, რაც მე მსურს”.