ერთა ლიგა | „ჯვაროსნები“ მაკედონიელთა წინააღმდეგ - უგულშემატკივრეთ ჩვენს ნაკრებს საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ერთა ლიგა | „ჯვაროსნები“ მაკედონიელთა წინააღმდეგ - უგულშემატკივრეთ ჩვენს ნაკრებს საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

„ჯვაროსნები“ სკოპიეში არიან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ ტოდორ პროესკის სახელობის არენაზე გამართეს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებში გამოძახებული 29 ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ყველა მათგანი საწვრთნელ პროცესში მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრებმა საწყის ორ ტურში გიბრალტარი სახლში დაამარცხა 4:0, გასვლაზე ბულგარეთი 5:2 და ქულათა მაქსიმუმით, (6 ქულით) ჯგუფის ლიდერია. ახლა გუნდი უფრო ემზადება, რომ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ღირსეულად ჩაატაროს. ცხადია, 2 წლის წინანდელი წაგებისთვის რევანშიც კარგი იქნება, მაგრამ ახლა მთავარი მომავლის ამოცანაა და არა წარსულის გახსენება.

საქართველოს ნაკრები

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გოგა ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე, ირაკლი აზაროვი (სამივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა კვიერკველია (გაგრა, საქართველო)

ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ლადო მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ანრი მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა)

თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

 

ნაცნობი მეტოქე პრობლემებით

ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოსთან შეხვედრას სიფრთხილით ელიან, რადგან საწყის ტურებში ვილი სანიოლის გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს და რაც მთავარია, უხვგოლიანსაც – ორ მატჩში 9 გოლი მრავლისმეტყველია.

„საშინაო მოედანზე, რომელიც ბოლო დროს ჩვენი დიდი უპირატესობაა და სადაც იშვიათად წაგვიგია, საქართველო ორი გამარჯვების შემდეგ მოდის – მოტივირებული, აგრესიული და შურისძიებით მშიერი. განსაკუთრებით, ერთა ლიგის ფინალის გამო, როცა ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონია წავედით და ისინი სახლში დარჩნენ“, – წერს ბალკანური ქვეყნის გამოცემა „სპორტმედია“.

ერთა ლიგის ახალი გათამაშების დროს ჩრდილოეთ მაკედონიას არაერთი საკადრო პრობლემა შეექმნა. გუნდს ტრავმის გამო ივნისის მატჩებში 6 მოთამაშე ვერ დაეხმარება – კაპიტანი, სტეფან რისტოვსკი (მარჯვენა მცველი, ზაგრების „დინამო“), თავდამსხმელი ადის იახოვიჩი („გოზტეპე“).

პრობლემები შეექმნა ოთხ საყრდენ ნახევარმცველს – არიან ადემს (ზაგრების „დინამო“), ტიხომირ კოსტადინოვს („რუჟემბეროკი“), ერდალ რაკიპს („მალმიო“) და იანი ატანასოვს („ჰაიდუკი“). ხოლო 2 ივნისს ბულგარეთთან მატჩში „ისტამბოლსფორის“ თავდამსხმელი ვალონ ეტემიც არ იყო. მაგრამ ის გუნდს საქართველოსთან მატჩამდე შეუერთდა.

 

შემადგენლობა

მეკარეები: სტოლე დიმიტრიევსკი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), დამიან შიშკოვსკი (დოქსა, კვიპროსი), კრისტიან ნაუმოვსკი (პიკუპი), დენი ილიევი (ტრენჩინი, სლოვაკია)

დაცვა: დარკო ველკოვსკი (რიეკა, ხორვატია), ვისარ მუსლიუ (ინგლოსტატი, გერმანია), კირე რისტოვსკი (აელ-ი, ლიმასოლი, კვიპროსი), ეზგიან ალიოსკი (ალ აჰლი, საუდის არაბეთი), ტოდორ ტოდოროვსკი (სერედი, სლოვაკეთი), სტეფან აშკოვსკი (სეპსი, რუმინეთი) , ნიკოლა სერაფიმოვი (ზალაეგერსეგი, უნგრეთი), ჯოკო ზაიკოვი (სლავია სოფია, ბულგარეთი), ბოიან დიმოსკი (პანდევას აკადემია)

ნახვერადაცვა: ელიფ ელმასი (ნაპოლი, იტალია), ენის ბარდი (ლევანტე, ესპანეთი), სტეფან სპიროვსკი (მტკ, უნგრეთი), ენის ფაზლაგიჩი (ვისლა კრაკოვი, პოლონეთი), ტომჩე გროზდანოვსკი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი), ბობან ნიკოლოვი (შერიფი მოლდავა), დავიდ ბაბუნსკი (დებრეცენი, უნგრეთი)

თავდამსხმა: მილან რისტოვსკი (სპარტაკი ტრნავა, სლოვაკეთი), ბოიან მიოვსკი (მტკ, უნგრეთი), დარკო ჩურლინოვი (შალკე, გერმანია), ალექსანდრე ტრაიკოვსკი (ალ ფეიჰა, საუდის არაბეთი), ვალონ ეტემი (სტამბოლსპორი, თურქეთი), დორიან ბაბუნსკი (დებრეცენი, უნგრეთი)

 

არბიტრი ისრაელიდან

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრას ისრაელის მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება. პრინციპულ მეტოქესთან და კონკურენტთან 41 წლის საერთაშორისო მსაჯი როი რაინშრაიბერი განსჯის.

 

ტელე და რადიო რეპორტაჟები

ერთა ლიგის C4 ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები საქართველოსთან (9 ივნისი) მატჩის შემდეგ, ისევ გიბრალტართან (12 ივნისი) ითამაშებს. ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).