ერთა ლიგა 2022-23 - ვინ გავიდა ოთხთა ფინალში? ვინ გავარდა? ვინ დაწინაურდა? #1TVSPORT
ერთა ლიგა 2022-23 - ვინ გავიდა ოთხთა ფინალში? ვინ გავარდა? ვინ დაწინაურდა? #1TVSPORT

ერთა ლიგის მესამე გათამაშების ჯგუფური ეტაპი დასრულდა. გაირკვა A ლიგის ოთხივე პირველიადგილოსანი, რომლებიც 2023 წლის ივნისში ტურნირის რიგით მესამე გამარჯვებულს გაარკვევენ.

ჯგუფური ეტაპის საბოლოო შედეგები

გავიდნენ „ოთხთა ფინალში“: ხორვატია, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები

გადავიდნენ A ლიგაში: შოტლანდია, ისრაელი, ბოსნია, სერბეთი

გავარდნენ B ლიგაში: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი

გადავიდნენ B ლიგაში: თურქეთი, საბერძნეთი, ყაზახეთი, საქართველო

გავარდნენ C ლიგაში: სომხეთი, რუსეთი, რუმინეთი, შვედეთი

გადავიდნენ C ლიგაში: ლატვია, ესტონეთი

C ლიგაში დასარჩენ პლეი ოფს ითამაშებენ: ლიეტუვა, კვიპროსი, ბელარუსი, გიბრალტარი

 

A ლიგა

I ჯგუფი

საბოლოო ცხრილი: ხორვატია (13 ქულა), დანია (12), საფრანგეთი (5), ავსტრია (4).

ხორვატია გავიდა „ოთხთა ფინალში“.

ავსტრია გავარდა B ლიგაში.

 

II ჯგუფი

საბოლოო ცხრილი: ესპანეთი (11 ქულა), პორტუგალია (10), შვეიცარია (9), ჩეხეთი (4).

ესპანეთი გავიდა „ოთხთა ფინალში“.

ჩეხეთი გავარდა B ლიგაში.

 

III ჯგუფი

საბოლოო ცხრილი: იტალია (11 ქულა), უნგრეთი (10), გერმანია (7), ინგლისი (3).

იტალია გავიდა „ოთხთა ფინალში“.

ინგლისი გავარდა B ლიგაში.

 

IV ჯგუფი

საბოლოო ცხრილი: ნიდერლანდები (16 ქულა), ბელგია (10), პოლონეთი (7), უელსი (1).

ნიდერლანდები გავიდა „ოთხთა ფინალში“.

უელსი გავარდა B ლიგაში.

 

B ლიგა

I ჯგუფი

საბოლოო ცხრილი: შოტლანდია (13 ქულა), უკრაინა (11), ირლანდია (7), სომხეთი (3).

შოტლანდია გადავიდა A ლიგაში.

სომხეთი გავარდა C ლიგაში.

 

II ჯგუფი

საბოლოო ცხრილი: ისრაელი (8 ქულა), ისლანდია (4), ალბანეთი (2), რუსეთი (0).

ისრაელი გადავიდა A ლიგაში.

რუსეთი გავარდა C ლიგაში.

 

III ჯგუფი

საბოლოო ცხრილი: ბოსნია (11 ქულა), ფინეთი (8), მონტენეგრო (7), რუმინეთი (7).

ბოსნია გადავიდა A ლიგაში.

რუმინეთი გავარდა C ლიგაში.

 

IV ჯგუფი

საბოლოო ცხრილი: სერბეთი (13 ქულა), ნორვეგია (10), სლოვენია (6), შვედეთი (4).

სერბეთი გადავიდა A ლიგაში.

შვედეთი გავარდა C ლიგაში.

 

C ლიგა

I ჯგუფი

საბოლოო ცხრილი: თურქეთი (13 ქულა), ლუქსემბურგი (11), ფარერები (8), ლიეტუვა (1)

თურქეთი გადავიდა B ლიგაში.

ლიეტუვა ითამაშებს C ლიგაში დასარჩენ პლეი ოფს.

 

II ჯგუფი

საბოლოო ცხრილი: საბერძნეთი (15 ქულა), კოსოვო (9), ჩრ. ირლანდია (5), კვიპროსი (5).

საბერძნეთი გადავიდა B ლიგაში.

კვიპროსი ითამაშებს C ლიგაში დასარჩენ პლეი ოფს.

 

III ჯგუფი

საბოლოო ცხრილი: ყაზახეთი (13 ქულა), აზერბაიჯანი (10), სლოვაკეთი (7), ბელარუსი (3).

ყაზახეთი გადავიდა B ლიგაში.

ბელარუსი ითამაშებს C ლიგაში დასარჩენ პლეი ოფს.

 

IV ჯგუფი

საბოლოო ცხრილი: საქართველო (16 ქულა), ბულგარეთი (9), მაკედონია (7), გიბრალტარი (1).

საქართველო გადავიდა B ლიგაში.

გიბრალტარი ითამაშებს C ლიგაში დასარჩენ პლეი ოფს.

 

D ლიგა

I ჯგუფი

საბოლოო ცხრილი: ლატვია (13 ქულა), მოლდოვა (13), ანდორა (8), ლიხტენშტაინი (0).

ლატვია გადავიდა C ლიგაში.

 

II ჯგუფი

საბოლოო ცხრილი: ესტონეთი (12 ქულა), მალტა (6), სან მარინო (0).

ესტონეთი გადავიდა C ლიგაში.

 

C ლიგაში დასარჩენი პლეი ოფი

გიბრალტარი-კვიპროსი

ლიეტუვა-ბელარუსი

პირველი მატჩები 2024 წლის 21-23 მარტს გაიმართება, განმეორებითი – 24-26 მარტს.