ერთ თვეში სამი კლასიკო გველოდება

19:38, 01.02.2019

მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ ერთმანეთს ესპანეთის თასის ნახევარფინალში შეხვდებიან. ესპანეთის თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა უკვე დასრულდა.

ერთ წყვილში „ვალენსია“ „ბეტისს“ შეხვდება, მეორეში კი ერთმანეთს ფავორიტები – „ბარსელონა“ და „რეალი“  გადაეყარნენ.

პირველი მატჩები 6 თებერვალს გაიმართება. მასპინძლები „ბეტისი“ და „ბარსელონა“ იქნებიან. განმეორებითი მატჩები 27 თებერვალს გაიმართება.

საინტერესოა, რომ 2 მარტს „რეალი“ და „ბარსელონა“ ერთმანეთს ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში შეხვდებიან. ასე რომ, გულშემატკივრებს ერთი თვის განმავლობაში სამი „კლასიკო“ ელოდებათ.

აქედან ორი ოთხი დღის ინტერვალით, მადრიდში გაიმართება.

მსგავსი