ერთ-ერთი მეტროსადგურის მშენებლობა „ლილო მოლის“ ტერიტორიაზეც იგეგმება
ერთ-ერთი მეტროსადგურის მშენებლობა „ლილო მოლის“ ტერიტორიაზეც იგეგმება

„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გია კვარაცხელია აცხადებს, რომ ბიზნეს ასოციაციის წევრებსა და ახალ ბიზნესომბუდსმენს შორის შეხვედრისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა, პრემიერისგან მიიღო გარანტია, რომ ლილოში მეტროსადგურის პროექტი განხორციელდება.

ამასთან, მისივე თქმით, ერთ-ერთი მეტროსადგურის მშენებლობა „ლილო მოლის“ ტერიტორიაზეც იგეგმება.

„მრავალი ჭორი გავრცელდა ისტორიულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც რვა მეტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს და პრემიერისგან მივიღეთ გარანტია, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდება.

ეს არის მეტროს ახალი სადგურები, რომლის ბოლო სადგური არის „ლილო მოლში“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, თბილისის აღმოსავლეთის მოსახლეობა ელოდება ამ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა.

დატოვე კომენტარი