ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის მოთამაშეები დაასახელა
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის მოთამაშეები დაასახელა

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.

აღმოსავლეთის ლაურეატი ზედიზედ მეორედ „მილუოკის“ ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო გახდა. მან საშუალოდ 25.7 ქულა, 9.0 მოხსნა და 6.0 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. „მილუოკი“ 38 მოგებითა და 13 წაგებით მთლიანად ლიგის ლიდერია.

დასავლეთში „დენვერის“ ცენტრი ნიკოლა იოკიჩი გამოარჩიეს, რომლის ანგარიშზე იყო 22.0 ქულა, 11.8 მოხსნა და 8.0 შედეგიანი გადაცემა. „დენვერი“ 37 მოგებითა და 15 წაგებით დასავლეთის ცხრილში მეორე ადგილზეა.