ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „TAM კრედიტს“ რეგისტრაცია გაუუქმა
ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „TAM კრედიტს“ რეგისტრაცია გაუუქმა

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „TAM კრედიტის“ რეგისტრაცია გაუქმდა.

„TAM კრედიტი“ ბაზარზე 2007 წლიდან მუშაობდა.

22 იანვრის გადაწყვეტილებით, დაიწყო შპს „მისო თამ კრედიტის“ ლიკვიდაცია, ლიკვიდატორად კი, ნუგზარ მურუსიძე დაინიშნა.

ბოლო ერთ წელიწადში ეროვნულმა ბანკმა 10-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გააუქმა.