ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დღის ტოპ 10 მომენტი და მატჩების ფაქტები

მორიგი სათამაშო დღის შემდეგ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 10 საუკეთესო მომენტის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც შესულია:

10. ოკლაჰომა-ორლანდო – აარონ გორდონის ეფექტური ორქულიანი
9. ინდიანა-ლეიკერსი – მაილს ტერნერის დაფარება კაილ კუზმაზე
8. ოკლაჰომა-ორლანდოტერენს ფერგიუსონის პასი დენის შრიოდერზე
7. კლივლენდი-ბოსტონი – მეტიუ დელავედოვას პასი
6. ინდიანა-ლეიკერსი – მაილს ტერნერის ჩატენვა
5. ინდიანა-ლეიკერსიჯავალ მაკგის ჩატენვა
4. ინდიანა-ლეიკერსი – ლებრონ ჯეიმსის გარღვევა და ჩატენვა
3. ოკლაჰომა-ორლანდოჯერამი გრანტის დაფარება ნიკოლა ვუჩევიჩზე
2. შარლოტი-კლიპერსი – ტობიას ჰარისის ბაზერ-ბიტერი
1. შარლოტი-კლიპერსიმაისლ ბრიჯესის დაფარება მონტრეზლ ჰარელზე

დღის ფაქტები:
– რასელ უესტბრუკმა ზედიზედ მეშვიდე მატჩში შეასრულა სამმაგი დუბლი. ასეთი სერია კარიერაში მხოლოდ უილტ ჩემბერლენს, ოსკარ რობერტსონსა და მაიკლ ჯორდანს ჰქონიათ. რეკორდსმენი ჩემბერლენია, რომელსაც ზედიზედ ცხრა სამმაგი დუბლი ჰქონდა.
– „კლიპერსმა“ ოცქულიანი ჩამორჩენის შემდეგ „შარლოტი“ დაამარცხა. ტობიას ჰარისმა ბაზერ-ბიტერი 4.3 წამით ადრე ჩააგდო.
– „ბოსტონმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო.
– „კლივლენდმა“ ბოლო 10 მატჩში მერვედ წააგო.
– ჯოელ ემბიდმა სეზონში 44-ე ორმაგი დუბლი შეასრულა და ამ მაჩვენებლით სეზონის ლიდერობს.
– „ფილადელფიამ“ 27 საშინაო მატჩში მხოლოდ მეექვსედ წააგო.
– „მინესოტამ“ ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ წააგო.
– „ნიუ იორკის“ საშინაო წაგებათა სერია 15 მატჩამდე ავიდა.
– „ინდიანამ“ „ლეიკერსს“ 19 სამქულიანი ჩაუგდო.
– „ინდიანამ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.
– ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი იწვნია (94:136).
– „მაიამიმ“ სამმატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა.
– შეწყდა „პორტლენდის“ რვამატჩიანი მოგებათა სერია საკუთარ მოედანზე.