ეროვნული ლიგა | პირველ წრეში ყველაზე სასარგებლო მოთამაშე მარუჩიშია #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | პირველ წრეში ყველაზე სასარგებლო მოთამაშე მარუჩიშია #1TVSPORT

საქართველოს პირველმა არხმა მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა გერმანული სისტემით დაიწყო – „ყველაზე სასარგებლო მოთამაშე“, რომელიც ობიექტურ კრიტერიუმს ეფუძნება და „გოლი + პასი“ სისიტემით გამორჩეულის შერჩევას ემსახურება.

ზორან მარუჩიში არა მხოლოდ პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, არამედ ამ ნომინაციაშიც ლიდერობს. „დინამო თბილისის“ 28 წლის სერბმა თავადამსხმელმა პირველ წრეში თბილისური გუნდის ფორმით 9 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გარდა, ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

 

ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა და ყველაზე სასარგებლო მოთამაშეების სია ასე გამოიყურება:

1. ზორან მარუშიჩი, დინამო თბ 6 (5 გოლი + 1 პასი)

2. იური ტაბატაძე, საბურთალო 5 (4 გოლი + 1 პასი)

3. ჯამბულ ჯიღაური, დინამო ბთ 5 (2 გოლი + 3 პასი)

4. გურამ კაშია, ლოკომოტივი 4 (3 გოლი + 1 პასი)

5. სერგო კუხიანიძე, სამგურალი 4 (3 გოლი + 1 პასი)

6. თორნიკე კირკიტაძე, ლოკომოტივი 4 (3 გოლი + 1 პასი)

7. ირაკლი სიხარულიძე, ლოკომოტივი 4 (2 გოლი + 2 პასი)

8. ირაკლი რუხაძე, სამტრედია 4 (1 გოლი + 3 პასი)

9. გიორგი გაბედავა, დინამო თბ 4 (4 გოლი + 0 პასი)