ეროვნული ლიგა | წრის ყველაზე სასარგებლო ახალგაზრდა მოთამაშე ტაბატაძეა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | წრის ყველაზე სასარგებლო ახალგაზრდა მოთამაშე ტაბატაძეა #1TVSPORT

საქართველოს პირველმა არხმა მიმდინარე სეზონში ყველაზე სასარგებლო ახალგაზრდა მოთამაშე გერმანული სისტემით („გოლი + პასი“) გამოავლინა.

ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს შორის, რომელთა ასაკიც 23 წელს არ აღემატება, საუკეთესო იური ტაბატაძეა. „საბურთალოს“ 21 წლის ფლანგის შემტევმა მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა (1 შეცვლაზე) და 5 ქულა დააგროვა: 4 გოლის გარდა, მის ანგარიშზე 1 საგოლე პასია.

 

ელიგის ყველაზე სასარგებლო 23-წლამდელი მოთამაშეები:

1. იური ტაბატაძე, 21 წლის, საბურთალო 5 (4 გოლი + 1 პასი)

2. სერგო კუხიანიძე, 21 წლის, სამგურალი 4 (3 გოლი + 1 პასი)

3. თორნიკე ახვლედიანი, 21 წლის, დინამო (თბ) 3 (2 გოლი + 1 პასი)

4. პაატა ღუდუშაური, 23 წლის, დილა 3 (2 გოლი+ 1 პასი)

5. ლუკა გაგნიძე, 18 წლის, დინამო (თბ) 3 (1 გოლი + 2 პასი)

6. ბექა დარციმელია, 21 წლის, ლოკომოტივი 3 (1 გოლი+ 2 პასი)

7. ულად-ომარ იმრანი, 23 წლის, ლოკომოტივი 3 (1 გოლი+ 2 პასი)

8. დმიტრი მანდრიჩენკო, 23 წლის, საბურთალო 3 (3 გოლი + 0 პასი)

9. დავით კობოური, 23 წლის, დინამო (თბ) 3 (0 გოლი + 3 პასი)