ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშა
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშა.

პაპუნა ლეჟავა 2018 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 7 წლის ვადით  აირჩია.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო.

პაპუნა ლეჟავა 2015 წლიდან მუშაობდა ვაშინგტონში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, 2013-2015 წლებში იყო მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი, 2010-2013 წლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.