ეროვნული ბანკი - „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად მუშაობაზე
ეროვნული ბანკი - „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად მუშაობაზე

„თიბისი ბანკთან“ მიმართებით გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ „თიბისი ბანკი“ ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, აქვს ლიკვიდური სახსრებისა და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე.

„ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბანკიდან გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა და ამოიღო.