ეროვნულ ლიგაში სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი თბილისში გავიდა - „სამგურალის" თავდამსხმელმა „დინამოს" 46-ე წამზე გაუტანა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი თბილისში გავიდა - „სამგურალის" თავდამსხმელმა „დინამოს" 46-ე წამზე გაუტანა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩში „დინამო თბილისი“ წყალტუბოს „სამგურალს“ „დინამო არენაზე“ მასპინძლობს.

შეხვედრა „სამგურალმა“ ძალიან კარგად დაიწყო: სერგო კუხიანიძის გადაცემით საჯარიმოში შეჭრილმა ირაკლი ლექვთაძემ ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

აღსანიშნავი ისაა, რომ წყალტუბოელთა თავადამსხმელი მიმდინარე სეზონის ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა – ლექვთაძემ გოლი 46-ე წამზე გაიტანა.

მანამდე წლის ყველაზე სწრაფი გოლი ბათუმის „დინამოს“ თავადმსხმელმა გიორგი ფანცულაიამ გაიტანა. მან ეს გუშინ, 22 ივნისს გორის „დილასთან“ მოახერხა. ფანცულაიამ მეტოქის კარი თამაშის დაწყებიდან 1:25 წამის შემდეგ აიღო.

ასე რომ, ფანცულაიას რეკორდმა ერთი დღეც ვერ გაძლო.