ერლინგ ჰალანდს ჩემპიონთა ლიგის 11 მატჩში 14 გოლი აქვს
ერლინგ ჰალანდს ჩემპიონთა ლიგის 11 მატჩში 14 გოლი აქვს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „დორტმუნდმა“ სტუმრად 3:0 დაამარცხა „ბრიუგე“. ამ მატჩში დუბლი შეასრულა გერმანელთა ნორვეგიელმა ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა. ახლა მას ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ სულ რაღაც 11 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი.

დროის ამ მცირე მონაკვეთში, ჰალანდმა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით ბევრ ცნობილ ფორვარდს გაუსწრო:

კარლოს ტევესი (13)

დიმიტარ ბერბატოვი (13)

რადამელ ფალკაო (12)

ოლივიე ჟირუ (12)

ჟორჟ ვეა (11)

რომელუ ლუკაკუ (11)

მაიკ ოუენი (11)

დიეგო კოშტა (11)

კრისტიან ვიერი (10)