ერლინგ ჰალანდი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია #1TVSPORT

08:59, 14.02.2026

პორტალმა Transfermarkt-მა წარმოადგინა ევროპის TOP-5 ქვეყნის ლიგებში მოთამაშე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი.

წელიწადში ყველაზე მეტს გამოიმუშავებს „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი – 31.6 მილიონი ევრო (ბონუსების გაუთვალისწინებლად და გადასახადების გადახდამდე). მისი პრემიალურები შეადგენს 21 მილიონ ევროს.

TOP20-ში მოხვდნენ:

  1. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 31,6 მლნ
  2. კილიან მბაპე (რეალი) – 31,3 მლნ
  3. ჰარი კეინი (ბაიერნი) – 25 მლნ
  4. ვინისიუსი (რეალი) – 25 მლნ
  5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 24,1 მლნ
  6. დავიდ ალაბა (რეალი) – 22,5 მლნ
  7. დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი) – 22,2 მლნ
  8. კაზემირო (მანჩესტერ იუნ) – 21,1 მლნ
  9. ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული) – 21,1 მლნ
  10. მანუელ ნოიერი (ბაიერნი) – 21 მლნ
  11. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 20,8 მლნ
  12. იან ობლაკი (ატლეტიკო) – 20,8 მლნ
  13. ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 20,8 მლნ
  14. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) – 20,8 მლნ
  15. იოზუა კიმიხი (ბაიერნი) – 20 მლნ
  16. ფრენკი დე იონგი (ბარსელონა) – 19 მლნ
  17. უსმან დემბელე (პსჟ) – 18,2 მლნ
  18. ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი) – 18,1 მლნ
  19. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნ) – 18,1 მლნ
  20. ომარ მარმუში (მანჩესტერ სიტი) – 17,8 მლნ

მსგავსი